пятница, 25 сентября 2015 г.

პროფესიული განვითარების სქემაში ჩართუი მასწავლებლის პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმა                                                                                     სახელი:ნინო გვარი:მარკოზაშვილი                                                                                      სკოლა:სსიპ.თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლა                   თარიღი 8.09.2015წ.                                                                                                                          აქტივობის სახე განმახორციელებელი ორგანიზაცია თემატიკა განხორციელების ვადები შენიშვნა 1                                                                                                                                   კათედრისათვის მოხსენება-პრეზენტაცია:,,როგორ დავგეგმოთ და ნვახორციელოთ სასწავლო პროცესში პროექტი“ განმახორციელებელი:   სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლა                                                                                                                                               პროექტზე დაფუძნებული სწავლების მთავარი კომპონენტების განხილვა და მათი გამოყენების გაზიარება კათედრის წევრებისათვის 2013წ.თებერვალი პრეზენტაციის ბმული 2                                                                                                    საგანმანათლებლო პროექტი:,,ჩემი სოფლის ისტორიული ძეგლები და ადგილების სახელთა სავარაუდო ისტორია“.განმახორციელებელი:                                                                         სსიპ თელავის.მუნიციპალიტეტი სოფელ ვანთის საჯარო სკოლა.                       მოსწავლეთა კვლევითი შემოქმედებითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ისტ-ტექნოლოგიებისგამოყენება პროექტზე მუშაობისას და მიღებული ცოდნის დაგამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარის გამომუშავება.                 2014წ.მარტი-აპრილი პროექტის მასლების.           მასწავლებელი;-----------/ნ.მარკოზაშვილი/ სკოლის დირექტორი:-----------/გ.კირვალიძე/                                პროექტი:,, ჩემი სოფლის ისტორიული ძეგლების და ადგილების სახელთა სავარაუდო ისტორიები“. აქტუალობა- რამდენად კარგად იციან მოსწავლეებმა თავის სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების ისტორია; სხვადასხვა ადგილების სახელთა წარმოშობის, ზოგიერთი გვარის სავარაუდო ისტორია.                                                      მოსწავლე სვამს შეკითხვას--რატომ ვსწავლობ ამათუიმ საკითხს ? რაში გამომადგება ეს ცოდნა? პროექტი თავის თავში გულისმობს კვლევით, შემოქმედებით, თანამშრომლობის და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. პროექტის მიზანი-პროექტი უნდა იყოს საინტერესო , სახალისო და ეფექტური სასწავლო საშუალება.მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლონ საკუთარი აზრის გამოთქმა; გამოუმუშავდთ: მსჯელობის, ანალიზის, შეფასების,თვითშეფასების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. რის შემდეგაც მოსწავლეები შემდგომში აუცილებლად შეძლებენ ნასწავლის ადაპტირებას სხვადასხვაკონტექსში: კვლევების ჩატარებას, დავალების დაგეგმვას,ინტერვიუების ჩაწერას; ისტ-ის გამოყენებით მოძიებული მასალის, ,ფოტოების დახარისხებას. ასეთი პროექტი ადვილად განსახორციელებელია, რადგან უშუალოდ მოსწავლეთა საცხოვრებელ გარემოს: სოფელს,უბანს, ოჯახს ეხება.მოსწავლეებმა ჯგუფებში უნდა იმუშაონ, მოძიებული ინფორმაციის შედარება და ერთმანეთში გაცვლა მოახდინონ,შეძლონ სოფელში ორიენტაციისთვის მარტივი მარშრუტების შექმნა. სგნობრივი სტანდარტი: ისტორია ისტ.X.4.-მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები. ისტ.X.5.მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების კლასიფიცირება. ისტ.X6.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები. ისტX.7.მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება. საგნებთან კავშირი: ისტორია-ისტორიული აზროვნების უნარი, მოსწავლეებმა შეძლონ ისტორიული წყაროს მოძიების, წერილობითი,არქეოლოგიური,ეთნოგრაფიული წყაროების ანალიზი.                                                                                                                   გეოგრაფია-  თავისი სოფლის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების,პროექტისათვის საინტერესო სტრატეგიული ადგილების,ობიექტების მდებარეობის განსაზღვრა; სივრცეში ორიენტაციის მხარეების განსაზღვრის უნარი.                                                    ეთნოგრაფია-რომელიმე ისტ.ძეგლის სახელთან, ადგილის სახელის წარმომავლობასთან რაიმე ტრადიციული, რელიგიური რიტუალი ხომ არ არის დაკავშირებული. სოფელში თუ არიან სახალხო მთქმელები რომლებსაც ლექსი ან გამონათქვამი შეიძლება ქონდეთ ადგილების სახელთან დაკავშირებით.                                                                                      ქართული ენა- კონსულტაციამასწავლებელთან,რამდენად სწორი ფორმებია მოძიებული სახელები და ტოპონიმები.                                                                                                                პროექტის ამოცანებიდა განხორციელების წინაპირობები: 1.მონაწილე მოსწავლეებთან ერთად შევთანხმდებით საორგანიზაციო საკითხებზე:კლას დავყობთ 3 ჯგუფად სოფელში უბნების,თავისი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით,ჯგუფები მასწავლებელთან ერთად ირჩევენ ლიდერებს,რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის მუშაობაზე; 2.ვადგენთ საჭირო რესურსების სიას , დაგვჭირდება ფოტოაპარატები (ჯგუფებში აქვთ )რვეულები, კალმები,ფრიფჩარტები, კომპიუტერი. 3.ვთანხმდებით დროზე---- მასწავლებელი , რომელიც სასწავლო პროექტის მიმდინარეობის მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისათვისმაქსიმალური ვადა ერთი თვე- მიუთითა და არცერთი დღით მეტი , ეს ვადა სრულიად საკმარისი იქნება. 4.ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს ჯგუფები განრიგის მიხედვით წარმოადგენენ მოძიებულ მასალას ,მოვაწყობთ განხინლვას და კლასიფიცირებას. პროექტისფარგლებშიგანსახორციელებელიაქტივობები:1მინი ლექცია2.რა ვიცი ,რა არ ვიცი ,რა მინდა ვიცოდე.3. მოძიებული მასალის ანალიზი; 4.დისკუსია; 5. პრეზენტაცია; 6. შეჯამება, შეფასება და თვითშეფასება                                                                                            პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: პროექტში მონაწილეობენ 14- 15 წლის მოსწავლეები IX-X კლასებდან.                                                                                                    პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიები: პროექტზე მუშაობისას გარდა გეგმით გათვალისწინებული შეხვედრებისა მასწავლებელი ყველა ჯგუფს ასევე ინდივიდუალურად ვამოწმებ როგორ მუშაობენ მოსწავლეები რამდენად ღირებულია მოძიებული მასალა,ახდენენ თუ არა ჯგუფები ერთმანეთთანაც კონსულტაციებს და მასალების შედარებას. შეფასების რუბრიკა მოტივაციისათვის თავიდანვე შევათანხმე მოსწავლეებთან და გავაკარით კლასში ასევე გამოვიყენებთ თვითშეფასებას. 1 თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება 2 ინფორმაციის მოძიების უნარი 3 კვლევების დაგეგმვის და ჩატარების უნარი 4 ჯგუფის შემოქმედებითი ,მოძიებული ინფორმაციისკლასიფიცირების უნარი 5 ისტ-ის გამოყენების უნარი,პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება 6 კვლევის შედეგების ანალიზის უნარი, 7 ჯგუფში თანამშრომლობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი 8 წარმოდგენილი ნამუშევრის ორგანიზების და პრეზენტაციის უნარი                                                                                    პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები: პროექტის განხორციელებისათვის დროის ასეთი ვადა იმიტომ შევათანხმეთ ,რომ მოძიებული მასალა შემოწმებას და კლასიფიცირებას მოითხოვს .ასევე ისტორიულ ძეგლებზე ლაშქრობას შეიძლება უამინდობამ შეუშალოს ხელი და გადადება მოგვიწიოს; ყველა მოსწავლემ უნდა მიიღოს მონაწილეობა . დროის ასეთი ვადა მინიმუმამდე დაიყვანს ხარვეზებს. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ პროექტში რაც მშობლიური სოფლისადმი ინტერესმა გამოიწვია ამიტომ მოსალოდნელი შედეგები ვფიქრობ მაქსიმალურად შედეგიანი იქნება. ლაშქრობას შეიძლება უამინდობამ შეუშალოს ხელი და გადავდოთ.მოძიებული მასალა შეიძლება საკმარისი არ იყოს ამიტომ მუდმივად მონიტორინგია საჭირო.ლაშქრობისას გამოვიყენებ მინი -ლექციას ისტორიულ ძეგლთან--ფეოდალის სასახლესთან,სადაც დონაურთა სასახლე იყო და სადაც დიდი ქართველი წმინდანი ილარიონ ქართველი ცხოვრობდა(ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით მოსწავლემ დაამუშავა თემა „მინდა ილარიონ ქართველი ჩემი სოფლიდან ვანთიდან იყოს“, რომელმაც რესპუბლიკაში 68 -ე კომფერენციაზე მეორე ადგილი დაიკავა) .ლექციამ მოსწავლეთა მოტივაცია უფრო აამაღლა შედეგი კი სოფლის ისტორიისადმი უფრო დაინტერესებადა სიამაყის გრძნობა იყო რაც დიდი წმინდანის ვანთიდან წარმომავლობის ცნობამ გააჩინა.                                                                    პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია                                                  1. პროფესიული საქმიანობისთვის თვითშეფასება,საკუთარ საქმიანობაზე მუდმივი მეთვალყურეობა ანუ რეფლექსია, მუშაობის ანალიზი, საშუალებას მაძლევს განვსაზღვრო ჩემი პრაქტიკის ნაკლი ან წარმატება. გაკვთილის შემდგომი რეფლექსია ცხადყოფს კარგად ჩატარებული გაკვეთილის ხელშემწყობ ნიუანსებს.თუ გაკვეთილი არ გამოვიდა ამის მიზეზებსაც მისი საშუალებით ვარკვევ- მაგ: რატომ ვერ გაიგეს რომელიმე საკითხი? რამდენად შედეგიანი იყო ჩემი ჩატარებული გაკვეთილი? რა იყო რთული და რა მარტივი მოსწავლეებისათვის? რა უნდა გავითვალისწინო შემდეგი გაკვეთილებისთვის? პროფესიული საქმიანობისა და თვითშეფასებისთვის ვიყენებ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შემდეგ მუხლებს: მუხლი 3. განვითარების თეორიები მასწავლებელმა იცის მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები, იცნობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. ამ მიზნით: ა) მასწავლებელმა იცის თუ როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად; გ) მასწავლებელი აცნობიერებს მოსწავლეების განვითარების ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს და მათ გავლენას სწავლებაზე და სწავლაზე; მუხლ4. სწავლის თეორიები მასწავლებელმა იცის სწავლის ძირითადი თეორიები, იცნობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სწავლაზე და იცის, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა მოსწავლის სწავლისა და განვითარების ხელშესაწყობად. მუხლი5. სასწავლო გარემო მასწავლებელმა იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. მუხლი6. მოტივაცია და კომუნიკაცია მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. მუხლი 7. სასწავლო პროცესი მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 8.შეფასების მეთოდები მასწავლებელმა იცის შეფასების სხვადასხვა ფორმა, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის, იცის, როგორ გამოიყენოს შეფასების სხვადასხვა მეთოდი შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის. მუხლი 9. სწავლების სტრატეგია და მეთოდები მასწავლებელს შეუძლია სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება თითოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისათვის. 2. პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე ავირჩიე შემდეგი აქტივობები: შეფასება, ტექსტზე და წყაროებზე მუშაობა ,მინი ლექცია, პროექტი, პრეზენტაცია, დისკუსია, კითხვა- პასუხი. ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელებას ყოველთვის წარმატებით ვერ შევძლებ თუ წინასწარ დაგეგმლი არ არის გაკვეთილი; პირველად ცოტა რთული იყო საგაკვეთილო პროცესში პრაქტიკულად განხორციელება ზოგი აქტივობის (მაგ. დებატების ) , მაგრამ მუდმივი მონიტორინგი მეხმარება ხარვეზის ,ნაკლის, ხელშემშლელის გამოსწორებაში. მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მოსწავლეებთან თანამშრომლობაზე, მათი მოტივაციის ამაღლებაზე საგნისადმი, ერთმანეთთან კომუნიკაციაზე აისახა. პროექტზე ,ჯგუფებში თუ წყვილებში მუშაობისას, ჩანს ჩემს მიერ არჩეული აქტივობების გამოყენების უპირატესობა: მოსწავლეები აქტიურები არიან, მოიძიებენ დამატებით მასალას და აკეთებენ პრეზენტაციას, უსმენენ და მართავენ დისკუსიას. ამ აქტივობებით ადვილად ვამჩნევ მოსწავლის , კლასის სუსტ და ძლიერ მხარეებს. 3. მიღებული გამოცდილება მეხმარება ყველა გაკვეთილი მიზნის შესაბამისად დავგეგმო, გავითვალისწინო კლასის, მოსწავლეთა დონე, მოტივაცია და მივაწოდო დამატებითი მასალა ისტ -ით. ტრენინგებზე მიღებული ცოდნამ, პრაქტიკული საქმიანობით მიღებულმა გამოცდილებამ განსაზღვრა,რომ ჩემი გაკვეთილები ძირითადად შედეგზე ორიენტირებულია. გაკვეთილების ბოლოს შედგენილი რეფლექსია კი მაძლევს პასუხს მივაღწიე თუ არა შედეგს? მივეცი თუ არა ყველა მოსწავლეს საშუალება მონაწილეობა მიეღო საგაკვეთილო პროცესში. მაგ. ჯგუფებში მუშაობისას ის მოსწავლე, რომელიც პასიურია ვავალებ გააკეთოს ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაცია,ის ძალაუნებურად უსმენს ჯგუფის მსჯელობას და ცდილობს კარგი პრეზენტაცია გააკეთოს ჯგუფის წარმატებისთვის. მაგ.ჩემიმიზანია მოსწავლემ რაც შეიძლება მეტი ისწავლოს კლასში. ამისთვის კლასში კითხულობენ ტექსტს და წყაროებს მოღნიშნავენ რა ვერ გაიგეს. ვაძლევ მითითებებს და ამომწურავ პასუხებამდე ერთად მივდივართ კლასში ინტერნეტით მოძიებული დამატებითი მასალა(სახლში ყველას არ აქვს ინტერნეტი) უფრო ამაღლებს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხს. მაგ. ახალი მასალის მიმოხილვისას თუ ეს შესაძლებელია, ვუკავშირებ ან ნაწარმოებს, ან კინოფილმს, ან ინტერნეტში მოძიებულ მასალას ან მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც კონკრეტულ გაკვეთილის თემას ეხება. მოსწავლეები გულისყური უსმენენ გაკვეთილს ინიშნავენ წიგნის სათაურს,ფილმის სათაურს და ა.შ. 4. პედაგოგიური პრაქტიკა,ტრენინგებზე მიღებული ცოდნა დამეხმარა გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი,შემოქმედებითი და არა სტანდარტული. სწავლა შეგნებული და არა მოვალეობისთვის ; მიღებული გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს,ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით ერთმანეთს.

воскресенье, 22 декабря 2013 г.

მე-9 დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესოდ დაიწყო ტრენინგის მე-9 დღე საბოლოოდ დაიხვეწა პროექტის გეგმა, დავამოწმეთ ყველა ნიუანსი. რაც მთავარია მოვუსმინეთ ერთმანეთის პროექტების  პრეზენტაციას. ყველა პრეზენტაცია საინტერესო და ინდივიდუალური იყო. დავუსვით პრეზენტატორებს შეკითხვები.

суббота, 21 декабря 2013 г.

მე-8 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევიტანეთ ცვლილებები. შევარჩიეთ ფასილიტაციის ნიმუშები ჩვენი პროექტისათვის ეს ყველაფერი ავტვირთეთ google Drive ზე. გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე

პროექტის პორთფოლიო



суббота, 14 декабря 2013 г.

განვიხილეთ მოდული  v  მოსწავლის ნაშრომის  შეფასება

 v  მოდულის რეფლექსია
  
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს  შეუსაბამეთ შეფასების რუბრიკები რომელიცმოვიძიეთ ინტელის მასალებში,პრეზენტაციის შემდეგ დავამატეთ სლაიდები და ჩავსვით მასში

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის

მოსწავლე სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით უკეთესად გაართმევს თავს პროექტების და პრეზენტაციების მომზადებას მოიძიებს დამატებით მასალას ინტერნეტიდან მოიძიებს სურათებს და გამოაქვეყნებს რადგან თანატოლებსაც გააცნობს თავის ნაშრომს